ჩვენ შესახებ

group of scientists banner

“ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს ინდუსტრიის წამყვანი საერთაშორისო კორპორაციის Philip Morris International-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან ოპერირებს.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ გლობალური ბიზნეს-ტრანსფორმაცია მიზნად ისახავს კომპანიის ხედვის განხორციელებას, შექმნას თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი. ეს გულისხმობს სიგარეტების რაც შეიძლება სწრაფ ჩანაცვლებას მეცნიერულად დადასტურებული უკვამლო პროდუქტებით, რომლებიც უკეთესი ალტერნატივაა ყველა იმ ზრდასრული მწეველისათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას.

2020 წელს, “ფილიპ მორის საქართველო”-მ ადგილობრივ ბაზარზე წარადგინა PMI-ის გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი IQOS-ი. პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: PMIScience.com.