კარიერა

Main Article Image 1780px x 1200p

შეცვალე მსოფლიო

სიამაყით ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ თამბაქოს მწარმოებელი პირველი კომპანია, რომელიც მიისწრაფის თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შესაქმნელად.

ეს არის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პროცესი - რომელშიც ჩართულია ჩვენი კომპანიის თითოეული დასაქმებული.

თითოეულ მათგანს ერთი საერთო მიზანი აერთიანებს - შექმნან თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი და მოახდინონ ცვლილება კაცობრიობის ისტორიაში.

ჩვენ გვჯერა, რომ ინდუსტრიებს ქმნიან არა კომპანიები, არამედ - ადამიანები.

თუ გსურთ, გახდეთ უკეთესი მომავლის შენების მონაწილე, შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ ისტორია.

Every day we create the best version of ourselves

1:18

Best version of ourselves thumbnail
make history blue

ერთად შევქმნათ ისტორია

ჩვენ, როგორც PMI-ის გუნდი, ერთად ვნერგავთ ცვლილებებს, რათა მიღწეულ იქნას მნიშვნელოვანი ცვლილება საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის - შეიქმნას თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი.

ეს არის ჩვენი შესაძლებლობა სამუდამოდ გარდავქმნათ თამბაქოს ინდუსტრია. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ ვეძებთ ამბიციურ და ნიჭიერ ადამიანებს, რათა ჩავრთოთ ამ მოგზაურობაში, რომლის მიზანია მივაღწიოთ ჩვენი ხედვის განხორციელებას და ერთად შევქმნათ ისტორია.

2

მუდმივი გამოცდილება

ჩვენი თითოეული თანამშრომლის შრომა მნიშვნელოვნადაა დაფასებული იმ წვლილის გათვალისწინებით, რომელიც მათ შეაქვთ ბიზნეს ტრანსფორმაციის პროცესში.

ჩვენი თანამშრომლების მრვალაფეროვნება, მათი უნიკალური უნარები და ხედვა გვეხმარება განვაგრძოთ ტრანსფორმაციის მიმდინარე პროცესი. მათ აქვთ შესაძლებლობა განავითარონ და დანერგონ საკუთარი იდეები, შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები, ითანამშრომლონ ჩვენს გუნდთან მსოფლიო მასშტაბით და განვითარდნენ როგორც პერსონალური, ასევე პროფესიული თვალსაზრისით. ერთობლივი გამოცდილება გვეხმარება დავაჩქაროთ ცვლილებები და ერთად შევქმნათ ისტორია.

Georgia Careers tile image

ძალა ერთობაშია

ჩვენ ვქმნით ინკლუზიურ და მრავალფეროვან სამუშო გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია თანასწორი შესაძლებლობებით. ახლა ფუნდამენტური ცვლილებების დროა. მაგრამ ჩვენთვის ცვლილებები უცხო არ არის. ჩვენი ძალა ერთობაშია. ჩვენ ერთად გარდავქმნით ჩვენს ბიზნეს-საქმიანობას, რათა უზრუნველვყოთ უკეთესი არჩევანი სრულწლოვანი მწველებისათვის მსოფლიო მასშტაბით, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას ან ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას.